თემაზე: "როგორ შევაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი", „ბიბლუსი გალერეაში“, ქეთი მესხიშვილთან შეხვედრა გაიმართება

თემაზე: "როგორ შევაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი", „ბიბლუსი გალერეაში“, 12 სექტემბერს, ქეთი მესხიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ბიბლუსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სასწავლო წლის დაწყება, გარდა იმისა, რომ უამრავ პოზიტიურ მოვლენასა და სიახლეს უკავშირდება, მოსწავლისთვის შესაძლოა, სტრესულიც იყოს.

„როგორ შევაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი, როგორ დავეხმაროთ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და სწავლასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც 12 სექტემბერს, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

მას ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის "დიალოგის" წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი წარუძღვება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სასწავლო წლის დაწყება ბავშვებისთვისაც და მშობლებისთვისაც როგორც წესი დიდ მღელვარებას იწვევს, განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის. ამ ღონისძიებაზე დასწრება სასარგებლო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს თემა აქტუალურია. განხილული იქნება კონკრეტული შემთხვევები და სირთულეები, რომელსაც აწყდება პირველკლასელი მოსწავლე. მშობლებს ექნებათ კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს მინიმალური სტრესით გადალახონ ეს ეტაპი.

ამ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია შეამცირებს მშობლების შფოთვას. ისინი შეძლებენ თავდაჯერებულად და ინტერესით შეხვდნენ ამ ახალ გამოწვევას. მიიღონ სიამოვნება უკვე სკოლის მოსწავლე შვილთან ურთიერთობით და გახდნენ თანამონაწილე ამ მნიშვნელოვანი მოვლენის“,– განაცხადა მესხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი გალერეაში“ დაგეგმილი შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დასვას მისთვის საინტერესო შეკითხვა და მიიღოს ფსიქოლოგის რჩევები.

ყველაზე აქტიური მონაწილეები მიიღებენ ფსიქოლოგთან კონსულტაციის 2 ვაუჩერს.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.facebook.com/events/2247546001953178/

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო