გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, საქნავთის დასახლების, ლილოს დასახლების, მეკოკიშვილის და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის, გობრონიძის, ლაგურაშვილის, ლურჯქედის და ღვალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, რუსუდანის, ნარგიზის, ივლეთის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის(ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, იერუსალიმის, აბოვიანის, ბერიძის, ერეკლე მეორის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, აბო-თბილელის, საიათნოვას, აბესაძის, თონეთის, კოტე აფხაზის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, ავთანდილის, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო