არჩილ თალაკვაძე - დღევანდელ პირობებში, როცა ბიზნესი თავისუფალია, სალომე ზურაბიშვილს არ გაუჭირდება ფინანსების მოძიება თავისი საარჩევნო კამპანიისთვის

დღევანდელ პირობებში, როცა ბიზნესი თავისუფალია, სალომე ზურაბიშვილს არ გაუჭირდება ფინანსების მოძიება თავისი საარჩევნო კამპანიისთვის,- ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილს ბიზნესისგან მხარდაჭერა ექნება. "ნამდვილად არ იქნება გასაკვირი საზოგადოებისთვის თუ ქალბატონი სალომე წარმატებულ კამპანიას ჩაატარებს და მიიღებს კერძო სექტორისგან შემოწირულობებს. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ არაერთი სუბიექტი დაინტერესდება, მხარი დაუჭიროს მის კამპანიას. ეს ბუნებრივიცაა. დღევანდელ პირობებში, როცა ბიზნესი თავისუფალია, მას არ გაუჭირდება ფინანსების მოძიება თავისი კამპანიისთვის",-აღნიშნა თალაკვაძემ.

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარხაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა