ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ზაზა სარალიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

მოვითხოვ ხელისუფლების გადაგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დროებითი ხელისუფლების შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ იწყებს შიმშილობას და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულედება. სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებს არ აფარებს ხელს, ვინაიდან მკვლელი თავად ხელისუფლებაა.

„გადადგეს ხელისუფლება - ეს არის ჩემი მოთხოვნა. ხელისუფლება ჩემი შვილის მკველებს არ აფარებს ხელს, ისინი თავად არიან მკვლელები. მოვითხოვ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, დროებითი ხელისუფლების შექმნას. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ვიქნები პარლამენტის შენობასთან, დავჯდები აქ და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მივმართავ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის შვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისი ორგანოები ახლა ცდილობენ მასაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დააბრალონ.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქე დავარწმუნო, რომ ჩემს შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი აქ ჰქონია, ისევე, როგორც მეც არანაირი კავშირი არ მაქვს და ამის დაბრალებას ცდილობენ. გთხოვთ ყველას, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდით და დავანგრიოთ სისტემა, რომელიც კლავს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს