არჩილ თალაკვაძე - მინისტრს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ჩაბარდა, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს

მინისტრს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ჩაბარდა, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განათლების სისტემაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.

ამასთან, თალაკვაძე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის საკადრო ცვლილებები, რომელსაც მინისტრი ახორციელებს. მან თავიდანვე თქვა, რომ ცვლილებები იქნებოდა, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მინისტრს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ჩაბარდა, უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობაც, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც შეეხება ამ ადამიანებს, მადლობას ვუხდი მათ გაწეული სამუშაოსთვის",-განაცხადა თალაკვაძემ.

10 სექტემბერს განათლების მინისტრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, პოსტი დატოვა მინისტრის ორმა მოადგილემ თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო