ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რომლის სხდომაც პარიზში გაიმართა, გაეროს კომიტეტებსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის თაობაზე სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარის, ფრანკ შვაბეს ანგარიში მოისმინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო ახალი სტანდარტი და საკანონმდებლო ორგანო თავად აკონტროლებს გაეროს საზედამხედველო ორგანოებში გასაგზავნ სპეციალურ ანგარიშებს, ასეთივე სტანდარტო ჰქონდეს ევროსაბჭოს წევრ პარლამენტებს. „ეს კარგი მექანიზმია საპარალამენტო კონტროლოს კუთხით“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ კიდევ ერთ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გამოყენებას და რეკომენდაციებს ეხებოდა.

„საქართველო ანგარიშში მოხსენიებულია როგორც კარგი სტანდარტის მქონე ქვეყანა, რომელსაც 2013 წლიდან აქვს დაცვის კარგი მექანიზმი. მზადდება ახალი რეკომენდაციები, რომელიც ოქტომბრის სესიაზე სტრასბურგში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კომიტეტის სხდომის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა ეკა ბესელიამ, როგორც კომიტეტის ძირითადმა წევრმა მიიღო.

სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო მოქალაქეობის ჩამორთმევის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის ღონისძიების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხი.

კომიტეტის წევრებმა ადამიანის უფლებებზე რეგულარული თემატური დებატების წამოწყების თაობაზე შეთავაზება მოისმინეს და კომიტეტის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხებს გაეცნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა