დავით სერგეენკო - შენობის ნგრევის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შენობის ნგრევის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.ეს განცხადება სერგეენკომ ინგოროყვას კლინიკაში, ორი მოზარდის მონახულების შემდეგ გააკეთა.

„ორი მათგანი ამ კლინიკაში იმყოფება. ერთის მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის. პირველადი კვლევით, რამე მძიმე დაზიანება არ აღენიშნებათ, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს. მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანებაა. ის ახლა გადის დამატებით კვლევას და მასთან სავარაუდოდ, ოპერაციული ჩარევა იქნება საჭირო, თუმცა, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამ დაზიანებების მართვა შეიძლება. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით უფრო მძიმეა და მას უახლეს წუთებში ვნახავ“, - განაცხადა სერგეენკომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. „აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა