ევროკავშირმა და ამერიკამ ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა და აშშ-მა დღეიდან, ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრემი ვაშინგტონში ჩავიდა.

ივლისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაღწიეს შეთანხმებას, შეჩერდეს დამატებითი ტარიფების შემოღება, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, განხორციელდეს მუშაობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირებაზე.

„ჩვენ განვიხილეთ საკითხი, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ და განვსაზღვროთ ორივე მხრის პრიორიტეტები და როგორ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებში. ამ შემოდგომით ბევრია სამუშაო. ჩვენი სამსახურები მჭიდრო კავშირში იქნებიან უახლოესი კვირების განმავლობაში. ამ თვის ბოლოს კვლავ შევხვდები ლაითჰაიზერს, რის შემდეგად ოქტომბერში მოხდება ჩვენი სამსახურების ტექნიკური ხასიათის შეხვედრა“, - განაცხადა მალმსტრემმა.

ცნობილია, რომ აგვისტოს ბოლოს, დონალდ ტრამპმა ევროპულ ავტომანქანებზე 25 %-იანი გადასახადის დაწესების შესახებ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს