ნატა კვაჭანტირაძე - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში წარმოდგენილი საქართველოს პოზიცია მეტად მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების კუთხით

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოს მე-4 პოზიციას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე დადებითად აფასებს.

,,გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში წარმოდგენილი საქართველოს პოზიცია, როგორც ტურისტულად მზარდი ქვეყნის, მეტად მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების კუთხით, რაც ასევე კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობას.

მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის რეგიონში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები უფრო ყურადსაღები და თვალსაჩინო გახდა, რაზეც უკვე ექსპერტების დაკვირვებაც მეტყველებს. ვიმედოვნებთ, როგორც ზრდის მაჩვენებლებით, ასევე მომსახურების ხარისხის მაღალი შესაძლებლობებითაც მივაღწევთ დიდ წარმატებებს“, აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო