ქეთი მელაძე - ის ფაქტი, რომ ტურისტების ზრდის მაჩვენებლებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ღირებულია

ის ფაქტი, რომ ტურისტების ზრდის მაჩვენებლებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ღირებულია, - აცხადებს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე. მისი თქმით, საქართველოს გიდების ასოციაციის სახელით შეუძლია დაადასტუროს, რომ ეს ფაქტი შეესაბამება რეალობას და გამოიხატება ტურისტულ გიდებზე გაზრდილი მოთხოვნით.

„ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება გიდის პროფესიის შესწავლით. ისინი ამჩნევენ, თუ რაოდენ პერსპექტიული და საინტერესოა პროფესიაა, რომელიც საშუალებას მოგცემს გააცნო და შეაყვარო ქვეყანა სტუმარს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ტურიზმის სფერო სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყანა მიმზიდველია ყველა ტიპის ტურისტისთვის და ის კულტურული თუ ლანდშაფტური მრავალფეროვნება, რომელსაც საქართველო სთავაზობს სტუმრებს, ნამდვილად არ ტოვებს გულგრილს არავის. ძალზე კარგი სტატია გამოაქვეყნა ჟურნალმა "ფორბსმა" საქართველოს შესახებ, სადაც სწორედ ამ მრავალფეროვნებაზეა საუბარი და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო არის ახალი ტურისტული ტრენდი, რომელიც ხდება სულ უფრო და უფრო ცნობადი და მოთხოვნადი“, - აცხადებს ქეთი მელაძე, რომლის კომენტარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა