ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ტერორისტულ საფრთხეს უკავშირდება. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

„ვინაიდან ტერორიზმის საფრთხე ნარჩუნდება, 2001 წლის 14 სექტემბრიდან ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ასევე, უფლებები და უფლებამოსილებები, რომელიც შემოღებულია ამ სიტუაციის საწინააღმდეგოდ, უნდა დარჩეს ძალაში 2018 წლის 14 სექტემბრის შემდეგაც“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამერიკაში, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 2001 წლის 11 სექტემბერს 2974 ადამიანი ემსხვერპლა. 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება. საგანგებო მდგომარეობა სწორედ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოქმედებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა