სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დ.ღ.-ს საქმის არსებით განხილვას იწყებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის დ.ღ.-ს საქმის არსებით განხილვას სასამართლო 11 სექტემბრიდან დაიწყებს.

სახელმწიფო ბრალდება დ.ღ.-ს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უკვე იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. პროკურორებმა რამდენიმე დღის წინ, ახალი მტკიცებულების სახით ექსპერტიზის დასკვნებიც წარადგინეს, რომელიც სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მოსამართლემ მათი მტკიცებულებების ნაწილი ცნო მხოლოდ დასაშვებად.

29 აგვისტოს სხდომაზე მხარეებმა ბრალდებულ დ.ღ.-სთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელეს. არასრულწლოვანის ადვოკატებმა ბრალდებულის 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თავის მხრივ პროკურორებმა კი გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება იშუამდგომლეს. საბოლოოდ მოსამართლემ დ,ღ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა