რუსეთის თავდაცვის უწყება 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ჩაატარებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს იწყებს. უწყების ინფორმაციით, "Восток-2018"-ის სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას 300 000 სამხედრო მიიღებს.

„ეს სწავლებები რაღაცით იმეორებს "Запад-81"-ის სწავლებებს, თუმცა უფრო მასშტაბურია“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

სამხედრო სწავლებები 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. გამოყენებული იქნება ცენტრალური და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების თითქმის ყველა პოლიგონი. სწავლებებში ასევე იქ ნება ჩართული 36 ათასი ტანკი, ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო მანქანები, ასევე ათასამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების ჯარები, ასევე ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო