ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

შემთხვევა ჩრდილოეთ შტატ ნასარავაში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, სატვირთო მანქანა გაზის გადმოცლის დროს აფეთქდა. დაღუპულთა უმეტესობა ისინი არიან, ვინც შემთხვევის ადგილს ცნობისმოყვარეობის გამო მიუახლოვდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს