ნანგრევებში მოყოლილი სამი არასრულწლოვნიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია

გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილი სამი არასრულწლოვნიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში განუცხადეს, მათთან მოთავსებული ორი მოზარდიდან ერთს დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა, ის ექიმების დაკვირვების ქვეშაა. რაც შეეხება მეორე მოზარდს, მას ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია.

კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა