რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლის ცრუ საბაბით იდლიბის პროვინციაზე შეტევას გეგმავს, რასაც სისხლისღვრა მოჰყვება

სირიის ხელისუფლება, ტერორიზმთან ბრძოლის ცრუ საბაბით, იდლიბის პროვინციაზე მასიურ შეტევას გეგმავს, რასაც სისხლისღვრა მოჰყვება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სცენარის არდაშვების ვალდებულება თანაბრად აკისრია დასავლეთს, რუსეთსა და ირანს.

„ბაშარ ასადი თავის მოკავშირეებთან ერთად მასიურ შეტევას ამზადებს იდლიბის პროვინციაზე, სადაც დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ერთი საიმედო თავშესაფარია იძულებით გადაადგილებული სირიელებისთვის. ასადის რეჟიმი თავდასხმას ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებით ამართლებს. აქ არ უნდა შევცდეთ: არც ერთი სხვა ქვეყანა არ აცნობიერებს ამგვარ საჭიროებას თურქეთზე უკეთესად, რომელმაც დიდი ზიანი მიიღო ტერაქტების სახით მას შემდეგ, რაც სირიაში კონფლიქტის შედეგად რეგიონში საფრთხეს გავრცელება დაიწყო“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ დამასკოს არგუმენტები აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით ცრუა.

„დაუშვებელია ტერორიზმთან ბრძოლის სახელით უდანაშაულო ხალხის მსხვერპლად მოტანა. ეს მხოლოდ წარმოშობს ტერორიზმის ახალ კერებს. „ისლამური სახელმწიფოს“ აღმავლობა სირიაში მომხდარის შედეგია და არა მიზეზი. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაკავოს ამგვარი ძალადობა, რათა ტერორიზმი არ გაძლიერდეს“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა