დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე შედგეს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

როგორც ვაშინგტონში ფედერალისტურ საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯონ ბოლტონმა ჟურნალისტებს შეატყობინა, სავსებით სავარაუდოა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 2018 წლის ბოლომდე შეხვდება.

მეტი დეტალები და ინფორმაცია მას ჟურნალისტებისთვის არ მიუწოდებია.

აქამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ მუშაობა დაიწყეს დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი შეხვედრის ორგანიზებაზე.

შეგახსენებთ, რომ ორი ლიდერის პირველი შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს შედგა. შეხვედრის შედეგად დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც, კერძოდ, ოფიციალური ფხენიანი დენუკლეარიზაციის მზაობას გამოხატავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა