პაატა იმნაძე ფერმერებს აფრთხილებს, საქონელი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ფერმერებს აფრთხილებს, რომ საქონელი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან, რადგან, მისი თქმით, დაავადების სეზონი ჯერ კიდევ აქტიურია.

„დაავადება, რომელიც ფერმერებს ეხებათ, ეს არის ჯილეხი, რომლის სეზონიც აგვისტოს ბოლოს არის ხოლმე. აგვისტოს ბოლოს იყო აღმოსავლეთ საქართველოში ჯილეხის აფეთქება. ფერმერებს მინდა მივმართო, რომ თავიანთი საქონელი აცრან ჯილეხის საწინააღმდეგოდ და თუ ძროხა არის დაავადებული, ნუ დაკლავენ, რადგან ბოლო შემთხვევა სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პატრონი და მისი ახლობლები, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, დაავადდნენ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია