აკაკი ზოიძე „იბერიას“ შესახებ - უნდა დადგინდეს, გავრცელებული ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, დიდი შანსია, რომ თაღლითობა იყოს

კარგად იცით, რა წარმოდგენა მაქვს სიგარეტის ბიზნესზე - ვთვლი, რომ სიგარეტის ნებისმიერი ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სულ ერთია ეს იქნება ქართული, თუ საერთაშორისო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა აკაკი ზოიძემ " ომეგა ჯგუფის" გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

ამ კონტექსტში აკაკი ზოიძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ "სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი".

"უნდა დადგინდეს, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური. დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას აფერისტობა ერქვა, როცა ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, რომ მათ აქვთ თითქოს უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. უნდა დადგინდეს არის თუ არა სიმართლე. თუ სიმართლეა უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ვალდებულებისგან, რომ გადასახადები გადაიხადონ. მფლობელები ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო. გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან მედია თავისუფლებაზე აპელირება არ ათავისუფლებს", - განაცხადა ზოიძემ.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს