ტრამპის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს სანქციებით ემუქრება

აშშ მზად არის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს, თუ ის ავღანეთში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამო ამერიკელების დევნას შეეცდება, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, შემოიღოს სანქციები ჰააგის სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ, დააყადაღოს მათი აქტივები, აუკრძალოს აშშ-ში შესვლა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„ჩვენ მივმართავთ ყველა საჭირო ზომას, რათა ჩვენი და ჩვენი მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეები ამ უკანონო სასამართლოს მხრიდან უსამართლო დევნისგან დავიცვათ“, - განაცხადა ბოლტონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო