ირაკლი კობახიძე - პრორუსული ძალები ნამდვილად არსებობენ, თუმცა მათი გავლენები მცირდება

პრორუსული ძალები არიან ნამდვილად, მეტ-ნაკლებად გავლენიანებიც, თუმცა მათი გავლენები მცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2012 წლის შემდეგ ამ ძალების გავლენები გაცილებით შემცირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, ხალხს აწამებდნენ და თან ამბობდნენ, რომ პროდასავლური ძალა იყვნენ. სწორედ მაშინ ადამიანების ნაწილი დასავლეთის მიმართ გულაცრუებული გახდა და მომძლავრდა რუსული სენტიმენტები. 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც პროევროპული "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ეს გავლენები შემცირდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს