მამუკა ბახტაძე - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები შეაჩეროს

ჩვენი კულტურა ევროპულია, ჩვენი ღირებულებები ევროპულია, ჩვენ მოწადინებულნი ვართ ავაშენოთ ევროპული ინსტიტუტები და ჩვენ საქართველოში ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიას ვაშენებთ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ორგანულად ყოველთვის ვიყავით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ოჯახის ნაწილი ვიყოთ. ჩვენთვის ევროპული დემოკრატია ნიშნავს ჩართულობას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველას ძალისხმევის კონსოლიდირება გვჭირდება: ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის. თითოეულ ჩვენთაგანს თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ტერიტორიებზე ძალიან მტკივნეულია. ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში ომამდე დაახლოებით 120 ათასი ადამიანი იყო. ახლა კი 20 ათასია, საიდანაც 7 ათასი რუსი ჯარისკაცებია. ომამდე აფხაზეთში მოსახლეობა 550 ათასი იყო, ახლა 120 ათასამდეა. ეს ძალიან მტკივნეული სიტუაციაა. ჩვენ ვცდილობთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას მივხედოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივის იდეაა ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის. თუმცა, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები. საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე არის ის, რომ უნდა ავაშენოთ ევროპული დემოკრატია. ამ გზაზე ჩვენ ძალიან წარმატებულნი ვართ. ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, ამ გზაზე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთადერთი წინაპირობაა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრეს. წინაპირობაა ძლიერი ევროპული დემოკრატიის აშენება და ისეთი ეკონომიკური გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას ექნება შესაძლებლობა განახორციელონ თავიანთი პოტენციალი“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა