თამარ ჩუგოშვილი კონფერენციის მონაწილეეებს - საქართველომ განვითარების რაღაც დონეს მიაღწია, ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერაა საჭირო?

საქართველომ მიაღწია განვითარების რაღაც დონეს და ამ ფონზე ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო დასავლეთისგან, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ თბილისის კონფერენციაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირანის, თურქეთის და რუსეთის "სამკუთხედის" გამო რეგიონი უფრო და უფრო რთული ხდება და ამ კუთხით საქართველოს აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.

"თურქეთი, რუსეთი და ირანი - ამ სამკუთხედის გამო რეგიონი უფრო რთული ხდება. საქართველომ განვითარების რაღაც დონეს მიაღწია და ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს? - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მას ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა უპასუხა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში პანელში მონაწილეობდა.

"უდავოდ იმსახურებს საქართველო უფრო მეტ მხარდაჭერას და დახმარებას. ამასთან, საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მდგრადად განაგრძობთ ტრანსფორმირებას, ეს ეხება კანონის უზენაესობას და დამოკრატიულ პროცესებს", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო