არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ჩანაწერზე - ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს

ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ჩანაწერზე მხოლოდ პოლიტიკური შეფასების გაკეთება შეუძლია, რადგან ბრალდებები კანონმდებლობის გადმოსახედიდან უნდა შეფასდეს.

„ღიმილის მომგვრელია ის ბრალდებები, რომ თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი, რომ ახალი მედია შეგვექმნა, გაგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს, ხელისუფლებას არ ჰქონდეს თავისი საკუთარი მედია. ჩვენ მედიის თავისუფლების ერთგული ვრჩებით, გვჭირდება კრიტიკული, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. კონკრეტული ბრალდებები უნდა შეფასდეს კანონმდებლობის გადმოსახედიდან, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს