გიგა ბოკერია - ყოფილი პრემიერები რომ შეიძლება პოლიტიკურად გაქრნენ, ეს საქართველოს პრობლემაა

ის, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერები შეიძლება პოლიტიკურად გაქრნენ, ეს საქართველოს პრობლემაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, მან არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მოისმინა.

"არაფორმალური მმართველობა არის უმძიმესი პრობლემა რაც გვიდგას წინ. ის, რომ კონფერენციაზე მთავრობის თავმჯდომარეს ჭრიჭინით უჭირს პასუხის გაცემა არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ კითხვაზე, ბევრის მანიშნებელია. მაგალითად, შარშან ვინც აქ იყო ტრიბუნაზე, ის კაცი სად არის არავინ იცის, ის კაცი გაქრა. პრემიერ კვირიკაშვილის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი, თუმცა ის, რომ შეიძლება ასე გაქრეს როგორც მისი წინამორბედი, ეს არის საქართველოს პრობლემა. ასე ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩიხში შევა", -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა