მართლმადიდებელი სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

11 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეს ქრისტიანები მძიმე მარხვით აღნიშნავენ, ხოლო ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.

„იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო. სახარების მიხედვით უფალმა იესო ქრისტემ მისგან მიიღო ნათლობის მადლი - ნათლობა სინანულისა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი“, რომელმაც იესო ქრისტეს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა.

იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას, მათი ხელით მოწამეობრივად აღესრულა წინასწარმეტყველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს