ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციურ განვითარებაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვან ნაწილზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ამ კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

დენიელ ტვინინგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს ამ მიმართულებით დახმარებას გაუწევს.

ირაკლი კობახიძემ და დენიელ ტვინინგმა ისაუბრეს პარლამენტის როლზე, მის გაძლიერებაზე და ამ პროცესში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაწილეობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც დენიელ ტვინინგმა განაცხადა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებაში დაეხმარება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს