ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, საწვავის იმპორტი და მოხმარება კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 107,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 6,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათივე ინფორმაციით, მათ შორის, 2018 წლის აგვისტოს თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 57,6 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 9,3 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 49,9 ათასი ტონა (კლება 10,7 ათასი ტონით).

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა აცნობა, სულ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 733,2 ათასი ტონა, რაც 56,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 362,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 370,6 ათასი ტონა.

„საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 42,2 ათასი ტონა ანუ 73,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 14,8 ათასი ტონა ანუ 25,7%; A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,0%.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 254,7 ათასი ტონა ანუ 70,2%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 101,7 ათასი ტონა ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 6,2 ათასი ტონა ანუ 1,7%.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 31,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,4 ათასი ტონა (22,7%), თურქმენეთი - 17,1 ათასი ტონა (15,9%); ბულგარეთი - 14,0 ათასი ტონა (13,0 %); აზერბაიჯანი - 13,7 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი - 6,8 ათასი ტონა (6,3%);

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 191,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 187,0 ათასი ტონა (25,5%); თურქმენეთი - 122,9 ათასი ტონა (16,8%); აზერბაიჯანი - 106,8 ათასი ტონა (14,6%), ბულგარეთი - 80,3 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 44,6 ათასი ტონა (6,1%)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულზე დგას, საწვავის იმპორტი და მოხმარება ქვეყანაში კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა.

„ამას განაპირობებს საავტომობილო პარკის ზრდა (მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის იმპორტის საერთო ოდენობაში იზრდება ჰიბრიდული და დაბალმოცულობიანი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების წილი), სატრანზიტო გადაზიდვების მატება, საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური მიმდინარეობა“, - აღნიშნავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს