ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ყველა სფეროში

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ ასევე უდიდესი პროგრესი განიცადა ადამიანების უფლებების დაცვის მხრივ.

„მინდა მადლობა გადავუხადო მაკკეინის ინსტიტუტს ასეთი ღონისძიების ჩატარებისთვის და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანას - ამერიკას. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მეგობარია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს ასეთი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან. მე მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება სენატორი ჯონ მაკკეინის მიმართ. სენატორი მაკკეინი იყო შეუდარებელი მეგობარი ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც იყო ძლიერი პოლიტიკოსი და ძალიან დიდი პერსონა. ასევე ის იყო ძლიერი პოლიტიკური მოღვაწეობისა და საკუთარი პრინციპების შერწყმის საუკეთესო მაგალითი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. ჩვენ წარმატებულ რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით. ჩვენ ვაუმჯობესებთ დემოკრატიის მხრივ მიდგომებს ქვეყანაში და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ ადამიანების უფლებების დაცვის მხრივ, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნის მთავარი მისწრაფება. ამ შემთხვევაშიც მინდა ვახსენო სენატორი მაკკეინი, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგებოდა წამების იმ ფაქტებს, რომელიც ქართულ ციხეებში ხდებოდა 2012 წლამდე და მისი წვლილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანამ ასევე დიდი პროგრესი განიცადა მართლმსაჯულების სისტემაში. ირაკლი კობახიძემ ამ სფეროში გატარებულ რეფორმებს „განსაკუთრებით კარგი“ უწოდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ასევე დიდი პროგრესი გვაქვს მართლმსაჯულების სისტემის მხრივ. მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მიღწევები სასამართლო სისტემის მხრივ, რომელიც ასევე დადასტურებულია ციფრებით და კვლევებით“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ვითარება ასევე გაუმჯობესებულია მედიის თავისუფლების მხრივ. პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის თავისუფლების ხარისხზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს საკითხი ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

„მედიის თავისუფლების მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე ქვეყანაში. ქვეყნის მედიამაუწყებლების დიდი ნაწილი იყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ახლა ეს ასე აღარ არის და ქართული მედია თავისუფლების ინდექსი არის ერთ-ერთი საამაყო ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა