ლევან იზორია - ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა ავღანეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მხრივ უცვლელი რჩება

ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა ავღანეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მხრივ უცვლელი რჩება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა - 2018" შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მინისტრმა თავდაცვის სფეროში არსებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა როგორც ნატო-ს და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ისე ევროპული უსაფრთხოებისთვის, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიებში მონაწილების მხრივ უცვლელი რჩება. მაგრამ მე ასევე მსურს აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ დავიწყეთ ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიქნებით მზად, დავიცვათ საკუთარი თავი და ის მისწრაფებები, რომელებიც ნატო-სთან ინტეგრაციის კონტექსტში უკვე ვახსენე. აქამდე ჩვენს ჯარისკაცვებს უფრო მეტად საერთაშორისო მისიებისთვის ვამზადებდით და ეს პროგრამა უკვე არის შემავსებელი ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის. ჩვენ დავიწყეთ რეფორმები ახალი სტრატეგიებით და ეროვნული გეგმებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიასთან და ხაზგასმულია თავდაცვის ავტორიზაციის აქტში და რომელიც გულისხმობს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე დგანან და ფოკუსირებს ტერიტორიულ თავდაცვაზე. საქართველო შეიძლება იყო ერთ-ერთი კარგი მაგალითი, რადგან ჩვენ უკვე ბევრი გავაკეთეთ, უფრო მეტი, ვიდრე ზოგმა ნატო-ს წევრმა ქვეყანამ“, - განაცხადა იზორიამ.

იზორიამ სამხედრო სიძლიერის ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „მაგალითისთვის, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ პერსონალზე დანახარჯები ჩვენს ბიუჯეტში 67%-დან 54%-მდე, რაც იყო ჩვენს მიერ მიღებული ძალზე მტკიცე და რთული გადაწყვეტილება, დაზოგილი თანხები მივმართეთ აღჭურვილობაზე და ამჟამად ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ვხარჯავთ თავდაცვაზე, და პირველად, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს აღჭურვილობაზე.

ჩვენ მივიღეთ „ჯაველინის“ სისტემა აშშ-სგან და ახლა უკვე მოვითხოვეთ „სტინგერის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა და ამას ვამბობ იმიტომ,რომ ჩვენი მომზადებისთვის და როგორც მე ვუწოდე - სტრატეგიული მზადყოფნისთვის, მნიშვნელოვანია არამხოლოდ სიტყვით გამოსვლა, ინფორმირება და თეორიული მიდგომა, არამედ სამხედრო კომპონენტით გაძლიერება. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთობის განმტკიცება და უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სიძლიერის ამაღლება. ამ მხრივ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა აშშ-ის მხარდაჭერით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების თანადგომით განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ყოველდღიურად იყოს მზად ნატო-ს წევრობისთვის.

ამრიგად, შეჯამების სახით, მსურს გითხრათ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ ვართ მზად და ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა რჩება უცვლელი, როგორც ნატო-ს გზაზე, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო მისიებში“, - განაცხადა იზორიამ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)