მამუკა ბახტაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებასა და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

მათივე ცნობით, მამუკა ბახტაძემ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა მის წვლილს ქვეყნის რეგიონული როლისა და ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მიმდინარე მაღალი დონის დიალოგს, რომლის ფარგლებში ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განხილვის შესაძლებლობაც არსებობს.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის მნიშვნელოვანი დასაყრდენია და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დიდ პოტენციალს.

დეიმონ ვილსონმა მამუკა ბახტაძე 24 სექტემბერს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება და მასში აშშ-ის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა