კახა კალაძე „იბერიასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერზე - თუ არსებობს კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, მე რას მეკითხებით, ქალაქის მერს?!

თუ არის რაიმე დამადასტურებელი, არსებობს კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან. მე რას მეკითხებით, ქალაქის მერს?! - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფთან" და ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იცის თუ არა დედაქალაქის მერმა იმ ჩანაწერის შესახებ, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი ქრთამთან დაკავშირებით საუბრობენ. კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ლევან ყიფიანი მგონი 10 წლის წინ იყო მინისტრი, სხვა რომელი მაღალჩინოსანი საუბრობს ამ ჩანაწერში? თუ არის რაიმე დამადასტურებელი, არსებობს კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან. მე რას მეკითხებით ქალაქის მერს?! გუშინ დამისვით შეკითხვა და გიპასუხეთ - ტელევიზიას ამოფარებული ბიზნესი არის არაკეთილსინდისიერი საქმიანობა. არსებობს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. ბიზნესი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ბიზნესის ხელშეწყობა. ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ბიზნესს და ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე რომელიმე პირმა ან კომპანიამ უარი თქვას",- განაცხადა კალაძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა