საქართველოში აშშ-ის საელჩო 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვეს და მათ, ვისაც ხანგრძლივი იარა დაუტოვეს. 2001 წლის 11 სექტემბრის წლისთავზე ჩვენ გვახსოვს ის მამაცი კაცები და ქალები, რომლებიც ტერორისტებს ჰაერში შეებრძოლნენ, რათა ხმელეთზე ხალხი გადაერჩინათ. ასევე გვახსოვს ის ათასობით ადამიანი, რომელიც მამაცურად გარბოდა იმ ადგილებისკენ, საიდანაც ხალხი თავის დაღწევას ცდილობდა.

წლების შემდეგ უდრეკად ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვებრძვით ტერორიზმს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას”, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა