კახა კალაძე - მუხიანის აგარაკების მოსახლეობის პრობლემების მოგვარება ორ დღეში დაიწყება

მუხიანის აგარაკების მოსახლეობის პრობლემების მოგვარება ორ დღეში დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მუხიანის აგარაკების მოსახლეობის პრობლემების გაცნობის შემდეგ განუცხადა.

კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება.

„პრობლემებს მგონი ყველა ხედავს. ადგილობრივებმა გვითხრეს, თუ რა აწუხებთ, მაგრამ თვალითაც შესამჩნევია არსებული პრობლემები. დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს მუხიანის აგარაკების დასახლებაში. სერიოზული პრობლემაა, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა, გზებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, აქვთ გარე განათების პრობლემები კონკრეტულ ქუჩებზე. უკვე დავავალე და ჩვენ 2 დღეში ვიწყებთ კაპიტალურად სამუშაოების ჩატარებას.

პირველი ეტაპი არის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ყველა ოჯახის დაერთება, ასევე სანიაღვრეების მოწერიგება. ჩვენ GWP-სთან გვექნება კომუნიკაცია, მოსახლეობას წყლის პრობლემაც აქვთ, 24- საათიან რეჟიმში არ მიეწოდებათ წყალი. თუმცა, არსებობს კითხვები რატომ არ მიეწოდებათ წყალი, რადგან დაახლოებით 1- 2 წლის წინ ჩატარდა სამუშაოები. გვექნება GWP-სთან კომუნიკაცია და აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ბოლო ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოწყობა იქნება. პროექტი დაახლოებით 2- წლიანია და წელს დაიწყება სამუშაოები და მომავალ წელს დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად მუხიანის აგარაკების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა.

მოსახლეობამ კალაძესთან შეხვედრაზე ხუთ ძირითად პრობლემაზე ისაუბრა. კერძოდ, მათი განცხადებით, აწუხებთ კანალიზაციის, წყალის, ნაგვის ურნების არასაკმარისი რაოდენობით არსებობის, ტრანსპორტის ნაკლებობისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის პრობლემები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა