ირაკლი სესიაშვილი - არასწორია ოპოზიციის მხრიდან აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების" კანდიდატურა

არასწორია ოპოზიციის მხრიდან აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების" კანდიდატურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, პრინციპულობა და მიუკერძოებლობაა.

„არ მიმაჩნია სწორად რაიმე კრიტერიუმებით შევაფასო სალომე ზურაბიშვილი, რადგან ამ ადამიანს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის უნიკალური გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას აქვს თავისი ღირსეული იმიჯი. წარმოდგენილი კანდიდატებიდან ქალბატონ სალომეს მე მხარს დავუჭერ. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ არ დავაყენეთ საკუთარი კანდიდატურა და დავეყრდენით იმ პრინციპს, რომ ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ახალი პრეზიდენტი მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა იყოს. არასწორია ოპოზიციის მხრიდან აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების" კანდიდატურა. ვინც იცნობს სალომე ზურაბიშვილს, მე მგონი, ეჭვი არავის ეპარება მის პრინციპულობაში, მის მიუკერძოებლობაში და ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც „ქართული ოცნება" და მეც პირადად მის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ",- განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო