გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა აშშ-ში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დაავადებს (ICEID) მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გაიმართა. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამუშაოს შესრულების პოსტერ-პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევაში განსაკუთრებით საშიშ დაავადებების საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დისკუსიის უზრუნველყოფა, ქართული სტანდარტების საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით ახალი ინფორმაციის მიღება და პროექტის შედეგების, მიზნებისა და სამომავლო საკითხების განხილვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით იმყოფებოდნენ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)