ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი CAREC-ის რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

უწყების ცნობით, ფორუმში მონაწილეობენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, CAREC არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად.

„ჩვენ რამოდენიმე წელია შევუერთდით CAREC-ს. ეს არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ენერგეტიკის სფეროზე. ენერგეტიკულ სფეროში კოოპერაცია დიდ შესაძლებლობებს ქმნის რომელიც ერთდროულად პასუხობს ენერგეტიკულ რესურსებზე ეფექტიანი და უსაფრთხო წვდომის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგო კორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს ესწრება აზიის განვითრების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ლიპახი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო