დავით ზალკალიანი - ჩვენი პოზიცია ნათელია - ვითხოვთ ნატო-ს წარმომადგენლობას საქართველოში, რათა ეს იყოს დემონსტრირება, რომ ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან

საქართველოს და „ქართული ოცნების" პოზიცია ნათელია - ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წარმომადგენლობას საქართველოში, რათა ეს იყოს დემონსტრირება, რომ ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა - 2018" მისთვის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, თუ როგორ შეაფასებდა დავით ზალკალიანი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომ "ამ წვრთნების დანიშნულება არ იცის".

„მე არ ვაპირებ კომენტარზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა საქართველოს და „ქართული ოცნების" პოზიცია არის ნათელი - ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წარმომადგენლობას საქართველოში, ვინაიდან ეს უნდა იყოს დემონსტრირება, რომ ჩვენი მოკავშირეები არიან საქართველოში. ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს ძალიან აქტიური მოქმედებები ამ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს ჩართულობა საქართველოში, მათ შორის წვრთნების თვალსაზრისით", - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო