"ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი"-კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ჭარბწონიანობისკენაა მიდრეკილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი" კერძო კომპანიებსა და საჯარო ორგანიზაციებს სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციით, სამუშაო პირობები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ პერსონალს საათში ერთხელ, 15 წუთიანი მოძრაობა უწევდეს, ოფისებში კი, სასურველია გამოიყოს ოთახები, ან დარბაზები, სადაც დასაქმებულებს სამუშაო დღის განმავლობაში, ან დღის ბოლოს სულ ცოტა, ნახევარი საათით შეეძლებათ ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, შეასრულონ რაიმე ტიპის ფიზიკური ვარჯიშები ან უბრალოდ იარონ.

“ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის“ დირექტორის გიორგი მაღრაძის თქმით, აღნიშნული ზომების გატარების გარეშე, კიდევ უფრო გაიზარდება იმ დაავადებათა რიცხვი, რომელთაც უმოქმედობა, ფიზიკური აქტივობის უქონლობა ან ზოგადად უმოძრაობა იწვევს. მაღრაძე საზოგადოებას შეახსენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ჭარბწონიანობისკენ არის მიდრეკილი. აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სწორედ ფიზიკური აქტივობის უქონლობა ან უმოძრაობა სახელდება.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა მოზარდებში. ბოლო წლებში, საქართველოში კატასტროფულად იზრდება ჭარბწონიანი და სიმსუქნისკენ მიდრეკილი მოზარდების რაოდენობაც, რაც ხერხემლის და ზოგადად, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებს იწვევს. თბილისის მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურში იმდენად ხშირად მიმართავდნენ, დაეფინანსებინათ არასრუწლოვანის ხერხემლის დაავადებების მკურნალობა, რომ მერიამ ამ მიმართულებით უფასო სკრინინგის საპილოტე პროგრამა „სქოლიოზიც“ კი შექმნა. სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ცხოვრებას სამსახურებში ან ოჯახებში მჯდომარე წესით ატარებენ, იგივეს უბიძგებენ შვილებსაც და მოზარდები ძირითადად ტელეფონების, პლანშეტების და კომპიუტერების ტყვეობაში, ასევე მჯდომარე წესით ცხოვრობენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის, ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია, ეზოებში ასფალტზე ფერად სავარჯიშო თამაშებს, კლასობანას და ამგვარ სახეობებს ვხატავთ, მაგრამ მწირი დაფინანსების პირობებში, ეს ზღვაში წვეთია მოზარდების გასააქტიურებლად.

ტექნოლოგიური ცივილიზაციის პირობებში ფიზიკური აქტივობის უქონლობის პრობლემა არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საყოველთაო მოწოდებაა, მიმდინარე წელი მჯდომარე ცხოვრების წესთან ბრძოლის წელი იყოს. სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სულ უფრო მცირდება რეკრეაციული ზონები, სადაც მოზარდები მშობლებთან ერთად დასვენების დღეებს გაატარებდნენ, სპორტ-დარბაზებსა და საცურაო აუზებში კი, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით იმდენად მაღალი ფასებია, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა. სამწუხაროდ, ფიზიკური აქტივობის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არ ხდება ქართული ტელესერიალებიდან და თოქ-შოუებიდან, ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსაქმებელი ორგანიზაციების მენეჯმენტის მზაობა, საკუთარ თანამშრომლებს ჯანსაღად ცხოვრებისკენ უბიძგონ და საამისო პირობები შეუქმნან“, - განაცხადა გიორგი მაღრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა