კურტ ვოლკერი - ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოლკერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად საზოგადოებრივი როლით დაბრუნდა, რაც შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა.

„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ის დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა.

მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ვოლკერის მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობამ იაქტიუროს და ხმა თავის რჩეულს მისცეს“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

რაც შეეხება რუსეთს, ვოლკერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საქართველოს შეუძლია, ეს ქვეყნის გაძლიერებაა - კანონის უზენაესობით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ძლიერი ეკონომიკის განვითარებით, ინსტიტუტების გაძლიერებით.

„ეს საქართველოს პასუხი იქნება. რუსეთი აგრესიულია და ძლიერია, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ მისი შეკავება შესაძლებელი იქნება სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანებთან კონტაქტის აღდგენის კუთხით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს ზრუნვა და დახმარება. ერთადერთი დაბრკოლება რუსული ძალის არსებობაა”, - აღნიშნა ვოლკერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს