საპატრიარქო საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხზე ხვალ კონფერენციაზე იმსჯელებს

საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხი შესაძლოა, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს კონფერენციაზე, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზებით ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება. ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კონფერენციის მოწყობა საპატრიარქომ ზაფხულში დაგეგმა, თუმცა საქართველოში მარიხუანას წარმოების შესახებ ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციაც ამ კონფერენციაზე მსჯელობის საგანი გახდება და საპატრიარქო თავის პოზიციას იქ დააფიქსირებს.

"საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 10:00 საათზე დაიწყება კონფერენცია, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემას ეძღვნება. იქ იქნება მსჯელობა ინფორმაციაზე, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება. კონფერენციის ჩატარების სურვილი ზაფხულში გაჩნდა. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოყვეს ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას. ამ კონფერენციაზე ეს საკითხი, რაც ახლა გახმაურდა, ერთ-ერთი ნომერ პირველი მსჯელობის საგანი გახდება", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს