გრიგოლ ვაშაძე - „ოცნების“ წარმომადგენლები ღია „რეკეტს“ ეწევიან ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული გუნდის წარმომადგენელი პირები ეწევიან ღია „რეკეტს“ ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იქნება გარანტი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი ბიზნესის მხრივ.

„მაშინ როდესაც საქართველო უმძიმეს პირობებში იმყოფება, ერთი მილიონი ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს, 50 000-მდე ბავშვი მშიერი იძინებს რას უნდა გამოეწვია კიდევ ჩვენი აღშფოთება?! მოხდა სრულიად უპრეცენდენტო ფაქტი. პირველად ჩვენ მივიღეთ იმის მტკიცებულება, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული გუნდის წარმომადგენელი პირები ეწევიან ღია „რეკეტს“ ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ, ამ მტკიცებულების შემდეგ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ, რომ ეს პირები იყვნენ დაკავებულები. პროკურატურამ აღძრას საქმე და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც ამას ითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ებრძვის კორუფციას. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია - ყოფილი მინისტრი მიდის ბიზნესმენთან და ეუბნება: „შენ გაქვს დავალიანება და ორ მილიონს თუ გადაიხდი ან ტელევიზიას დათმობ, მაშინ ეს დავალიანება აღარ გექნება“. ჩვენი ამოღებული ჯიბიდან, რომლითაც ეს ხელისუფლება არსებობს, ეს ადამიანები იმდენს ბედავენ, რომ დაატერორონ ბიზნესი. მივმარათავ საქართველოს ბიზნესსპექტრს და მედიასაც, თუ გინდათ რომ ეს განუკითხაობა შეწყდეს ქვეყანაში, ამის გარანტია იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა