გიგა ბოკერია - მარიხუანას კულტივაცია თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის ლეგალური უნდა იყოს და ვინმეს სახელმწიფოსგან ამაზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს

მარიხუანას კულტივაცია თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის ლეგალური უნდა იყოს და ვინმეს სახელმწიფოსგან ამაზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, ისე გამოდის, რომ სახელმწიფოს შეეძლება მოყვანა, სხვას კი დაიჭერენ.

„ლეგალიზება არის უკეთესი გზა იმისთვის, რომ ორგანიზებულ დანაშაულს ან კრიმინალს ებრძოლო. ანუ, ფაქტობრივად ასეთი რამ ხდება, რომ თვითონ უნდა შეეძლოთ მოყვანა და სხვები დაიჭირონ? ეს აბსურდია. მე ვარ ლეგალიზაციის მომხრე, რადგან როდესაც არ არის ლეგალიზებული, ეს იწვევს ორგანიზებული დანაშაულის გაფართოებას და უფრო ბევრი პრობლემის შექმნას. თუკი ფული ტრიალებს და ეს ფული არალეგალურია, ვიღაცა ცდილობს ამ ფულის გაკონტროლებას. მარიხუანას ლეგალიზება და მკაფიო რეგულაციებში მოქცევა აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ ისინი გულისხმობენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი ამის გაყიდვაზე, ხოლო სხვებს დაიჭერენ, მინიმუმ არათანმიმდევრული მიდგომაა. თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის უნდა იყოს",- განაცხადა ბოკერიამ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა