ვახტანგ შაქარიშვილი - ხალხისთვის მიუღებელ, დამნაშავე და ხელმოცარულ პარტიებს მოკლეფეხებიანი ტყუილების მოგონების გარდა, არაფერი დარჩენიათ

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი გამოეხმაურა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც შაქარიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის სპეკულაციებზე პასუხი ორგვარია, ერთი კონკრეტული, მეორე კი უფრო ზოგადი.

„ზოგადიდან რომ დავიწყოთ, დისკრედიტირებულ, ხალხისთვის მიუღებელ, დამნაშავე და ხელმოცარულ პარტიებს, არაფერი დარჩენიათ გარდა მოკლეფეხებიანი ტყუილების მოგონებისა. მიუხედავად იმისა, რომ უშეცდომო და უნაკლო არავინ არის და მიუხედავად ოპოზიციის ჩასაფრებული პოზიციისა ისინი ვერ პოულობენ რეალურ საკითხებს და გადასული არიან თვითშემოქმედებაზე, რაშიც წარმატებით ეხმარებათ მათივე პარტიული ტელევიზია, ამბის მოდელირებით, ფაქტების დამახინჯებით ავსებენ საკუთარ პოლიტიკურ კალენდარს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ვახტანგ შაქარიშვილმა განმარტება მთაწმინდაზე არსებულ გიგანტურ ბორბალთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი განცხადებით, შეიქმნა პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეები საკუთარ იდეებს აწვდიან მერს და შემდეგ იდეის რაციონალურობიდან და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ხდება მათი განხორციელება. შაქარიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მოქალაქის იდეა იყო გიგანტურ ბორბალზე საათის განთავსება, რომელიც შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენს ქალაქში.

მისივე თქმით, აღნიშნული იდეის გარშემო დაიწყო მოკვლევა თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული პროექტის განხორციელება და ის დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციამ ხელშეკრულებად მონათლა იყო მხოლოდ ბაზრის კვლევის შედეგები.

„აი, ახლა, როდესაც მე ვსაუბრობ, 10 მილიონი ლარი მხოლოდ ჩემს ოლქში, საბურთალოზე, იხარჯება, სადაც ინფრასტრუქტურა საფუძვლიანად წესრიგდება. ამ და სხვა მრავალი პოზიტიური ამბის გაჟღერების ნაცვლად, გვიწევს ვუპასუხოთ ოპოზიციის აბსურდულ ბრალდებებს, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია. ასევე ხშირად გვიწევს შევახსენოთ მათ, თუ როგორი ინვოისების და ჩეკების ანაზღაურება უწევდა ცენტრალურ თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, მათი მერის თუ პრეზიდენტის პირადი სიამოვნების დაკმაყოფილებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა