სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის კურსს ატარებენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი - სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოსახულების ხარისხი და უსაფრთხოება (National Training Course on Quality and Safety in Breast Imaging) ტარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ცნობით, სატრენინგო კურსს ატარებენ სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი მაქსიმილიან კადივეცი, სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქრისტინა ჰერტლი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი.

ამასთან, ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვალემა მაქსიმილიან კადივეცმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და დავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლიანა მგალობლიშვილმა. გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თავის მხრივ სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭრა აღუთქვეს.

„ტრენინგზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება სლოვენიაში დანერგილ ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. ერთკვირიანი კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მისი მიზანია სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე, ევროპული, კერძოდ, სლოვენიური სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელი, ხარისხის კონტროლი, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფსიქოლოგიური ასპექტები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ინტერვალური კიბო, ძუძუს იმპლანტების პოზიციონირება და სხვა.

კურსის ფარგლებში სლოვენიელი სტუმრები ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალს დაათვალიერებენ, ადგილზე გაეცნობიან ახალი თაობის მამოგრაფების მუშაობას და პრაქტიკულ მეცადინეობებს ცენტრის ფილიალებში ჩაატარებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა