დავით ზალკალიანი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს „ატლანტიკურ საბჭოსთან” საქართველოს თანამშრომლობასა და ორგანიზაციის მხრიდან რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართ გამოხატულ ინტერესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო- აშშ-ს სტარტეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. კერძოდ, საუბარი შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებს, ისევე როგორც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს.

გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების არსებული გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

მინისტრმა აშშ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, როგორც უსაფრთხოების გარემოს, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს; ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, ფარგლებში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს