33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

გარდაბნის გზატკეცილის N24ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებები გადაეცათ, რომლის საფუძველზეც, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.

სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების მოწმობები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გადასცა.

საკუთრების მოწმობები ასევე, გადაეცა კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ 16 ოჯახს.

დედაქალაქის მერის ინიციატივის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა ეძლევათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო