კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ხაზინის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ხაზინის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

"ანგარიშსწორებისა და ქასთოდი (ფასიანი ქაღალდების შენახვის და ანგარიშსწორების ოპერაციები) ურთიერთობების თემაზე" "Workshop on Settlement and Custody Relations", საქართველოს ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკის ხაზინასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიება რეზერვების მართვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წელს გაწევრიანდა.

პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიო ბანკის დახმარებით წევრ ცენტრალურ ბანკებში და სხვა აქტივების მენეჯერ ორგანიზაციებში, როგორებიცაა საპენსიო ფონდები და სუვერენული ფონდები, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პორტფელის მართვა, რისკების მართვა, ანგარიშსწორება, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საოპერაციო რისკების მართვა, აუდიტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში, მსოფლიო ბანკის ხაზინის დახმარებით, ეროვნულმა ბანკმა საგრძნობლად გააუმჯობესა რეზერვების მართვის პროცესი, დანერგა ახალი ინსტრუმენტები, სისტემები და მიდგომები.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა განსახილველი საკითხების მნიშვნელობასა და მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების საკითხებს, ასევე, საოპერაციო მოთხოვნებს, კიბერ უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს.

სამუშაო შეხვედრა ერთკვირიანია და მას 30-ზე მეტი ქვეყნიდან 40-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა