მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს საღამოს კარავი დადგან

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს საღამოს კარავი დადგან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება - რომ დაისაჯონ თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელები. მაჩალიკაშვილის განმარტებით, სანამ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.

"ჩვენი მხრიდან ულტიმატუმის სახით გაკეთებილი განცხადებიდან ცხრა საათი იწურება. ხელისუფლებისგან რეაგირება არ არის და სიმართლე გითხრათ, არც ველოდებით. აქ 3 ათასი კი არა, 50 ათასი ადამიანიც რომ იდგეს, ეცდებიან, თავიანთი გაიტანონ. რაც შეეხება აქციებს, მე და ზაზა აქ ვიდგებით, სანამ სიმართლე არ დამტკიცდება. ვითარება ასეთია - ველოდებით აშშ-დან და ევროპიდან ადამინებს, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ. მათი ჩამოსვლის მერე ვიმოქმედებთ, ვინაიდან გვაქვს ჩვენი გეგმები. მანამდე კი ჩვენ, მე და ბატონი ზაზა გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს და ვიქნებით აქ, სანამ არ აღიარებენ თემირლანის უდანაშაულობას და სანამ არ დაისჯებიან სარალიძის საქმეზე დასასჯელი პირები", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა