დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდიმს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდიმთან შეხვედრა გამართა. ილდიმი თბილისს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბრიუსელის სამიტის შედეგები და საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი. კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნების და ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, რაც აისახა ნატო-საქართველოს კომისიის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ხაზი გაესვა ალიანსის და წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას, რომელიც ასახული იყო სამიტის დასკვნით დოკუმენტში. გენერალური მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის მხრიდან საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ გამოიხატა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა გასულ კვირას ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიიის გამართვის ფაქტს, სადაც განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა, და სადაც ქართულმა მხარემ ალიანსს წარუდგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დიპლომატიისა და სტატეგიული კომუნიკაციების როლს, როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელების პროცესში, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ფასეულობების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა